პროკურორი - გიორგი ქადაგიძესთან კითხვები გვექნება იმ პერიოდზე, როდესაც ზედამხედველობის სააგენტომ „თიბისი ბანკი“ შეამოწმა
პროკურორი - გიორგი ქადაგიძესთან კითხვები გვექნება იმ პერიოდზე, როდესაც ზედამხედველობის სააგენტომ „თიბისი ბანკი“ შეამოწმა

„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გიორგი ქადაგიძის თავმჯდომარეობის პერიოდში შემოწმებული აქვს „თიბისი ბანკი“ და სწორედ შემოწმების პროცესზე ექნებათ მასთან კითხვები.

პროკურორის თქმით, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

„გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარე. აღნიშნულ პერიოდში ხსენებულ სამსახურს შემოწმებული აქვს „თიბისი ბანკი“ და შესაბამისად, გიორგი ქადაგიძესთან შეკითხვები შემოწმების პროცესთან დაკავშირებით გვაქვს. კონკრეტულად რა შეკითხვები იქნება, ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ“,- განაცხადა პროკურორმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე იკითხება.