პროკურორი - ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მოტივით მოამზადა
პროკურორი - ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მოტივით მოამზადა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა.

სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარე დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ბრალდების მხარემ, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარსდგა თავისი დასკვნითი სიტყვით, ჩვენ მტკიცებულებების გაანალიზება მოვახდინეთ, წარვადგინეთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გიორგი მამალაძის ბრალეულობას.  ვფიქრობთ, სასამართლოს დავუმტკიცეთ, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობა როგორც შურისძიების, ასევე ანგარების მოტივით და ბუნებრივია, გვაქვს ლოგიკური და კანონიერი მოტივი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს სააპელაციო საჩივარს და დეკანოზ მამალაძეს სცნობს დამნაშავედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზდებაში ანგარებით“, –  განმარტა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ. ციანიდის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 31 იანვარს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.