პროკურორი - სპეცრაზმის უფროსი ჩვენებაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვალერი გელაშვილზე თავდასხმისთვის
პროკურორი - სპეცრაზმის უფროსი ჩვენებაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვალერი გელაშვილზე თავდასხმისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდება ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენების გამოქვეყნებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

„დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ უნდა ვიშუამდგომლოთ ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენების გამოქვეყნების თაობაზე. აღნიშნული მოწმე თავის ჩვენებაში საუბრობს იმ დეტალებზე, თუ როგორ მოახდინეს ვალერი გელაშვილზე თავდასხმა და როგორ მიიღეს ეს დავალება მისი ხელმძღვანელი პირებისაგან. ჩვენ დაკითხული გვყავს სპეცრაზმის უფროსი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას სააკაშვილმა მადლობაც კი გადაუხადა ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდების მხარე რჩება თავის მტკიცებულებათა გამოკვლევას. ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა და შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.