პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაიკითხებიან ნაძალადევში მცხოვრები პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ წვეულების პირველ ინციდენტში
პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე დღეს დაიკითხებიან ნაძალადევში მცხოვრები პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ წვეულების პირველ ინციდენტში

დღეს დასაკითხმა მოწმეებმა, რომლებიც შაქარაშვილის საქმეზე პირველი ჩხუბის – წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები არიან, უნდა დაადასტურონ, რა მოტივი გააჩნდათ საქმის ფიგურანტი „მერსედესისა“ და „ქამრის“ მგზავრებს, რატომ დაესხნენ ისინი თავს ამის შემდეგ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს და სხვა პირებს, – ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დახურულ სხდომაზე ჯამში ექვსი მოწმე დაიკითხება, მათ შორის სამი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი.

„საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული პირები დღეს დაადასტურებენ აღნიშნული მოქმედებების სისწორეს.
კონფლიქტი დაიწყო აგარაკზე, მათ შორის „მერსედესის“ და „ქამრის“ მგზავრებიდან ნაწილს მიადგათ ფიზიკური დაზიანებები. ისინი გაემართნენ შემდეგ თბილისში და უკვე თბილისიდან სხვა პირებთან ერთად მოემართებიან თავდასხმის მიზნით“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, დღეს დაიკითხებიან ნაძალადეველი პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ წვეულების პირველ ინციდენტში.

დატოვე კომენტარი