პროკურორი - სასამართლო დარწმუნდა, რომ ფოტორეპორტიორებს არ ჩაუდენიათ ჯაშუშობა, რისთვისაც 2011 წელს გაასამართლეს
პროკურორი - სასამართლო დარწმუნდა, რომ ფოტორეპორტიორებს არ ჩაუდენიათ ჯაშუშობა, რისთვისაც 2011 წელს გაასამართლეს

სასამართლო დარწმუნდა, რომ ფოტორეპორტიორებს ჯაშუშობა არ ჩაუდენიათ და სრულად გაამართლა, – ამის შესახებ ე.წ. ჯაშუშობის საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

„დღეს სასამართლო პროცესზე გაუქმდა მათ მიმართ გამოტანილი ძველი განაჩენი. სრულად გამართლდნენ. დღეს სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. მათ ჯაშუშობა არ ჩაუდენიათ, რისთვისაც გასამართლება მოხდა. ახალმა დეპარტამენტმა აწარმოა სრული და ობიექტური გამოძიება. მოხდა ამ საქმეში მონაწილე პირების დასჯა და და მეორე მხრივ, მოხდა ფოტოგრაფების გამართლება. დავკითხეთ მოწმეები. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. დადგინდა და სასამართლო დარწმუნდა, რომ მათ ჯაშუშობა არ ჩაუდენიათ“, – განაცხადა პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.