პროკურორი - „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების საქმეზე ძიება, ნინო ნიჟარაძის გარდა, მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზეც მიმდინარეობს
პროკურორი - „რუსთავი 2“-სთვის ზიანის მიყენების საქმეზე ძიება, ნინო ნიჟარაძის გარდა, მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზეც მიმდინარეობს

პროკურორის ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის განზრახ ზიანის მიყენების საქმეზე ძიება ყოფილი მეწილის, ნინო ნიჟარაძის გარდა, მიმდინარეობს მოქმედი გენერალური დირექტორის განცხადების საფუძველზეც.

როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, სწორედ მათი განცხადებების საფუძველზე, პროკურატურაში შესულ განცხადებებში საუბარია შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

„თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, მისი ინტერესიდან გამომდინარე, ვერ განვაცხადებთ. გამოძიებას აქვს რამდენიმე საინტერესო კითხვა და იმედია, მივიღებთ პასუხებს“,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა გვარამიას პასუხისგებაში მიცემა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება, რაზეც მოხდება საზოგადოების ინფორმირება.