პროკურორი ნიკოლა სარკოზის მიმართ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას, ხუთი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას და 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმას მოითხოვს
პროკურორი ნიკოლა სარკოზის მიმართ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას, ხუთი წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას და 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმას მოითხოვს

პროკურორმა საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მიმართ შვიდწლიანი თავისუფლების აღკვეთა, 300 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და ხუთი წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მოითხოვა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი 2025 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში ლიბიის ყოფილ მმართველ მუამარ კადაფისთან, რომელსაც მისი საარჩევნო კამპანია უნდა დაეფინანსებინა.

სასამართლომ საქმეზე ნიკოლა სარკოზის ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა, სასჯელის მოხდის გადავადების უფლებით. შედეგად, მან ციხეში 20 დღე გაატარა და სასამართლოს ზედამხედველობით გაათავისუფლეს. ამჟამად სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საქმეს განიხილავს.

ნიკოლა სარკოზი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე 27 მაისს გამოვა, ხოლო განაჩენი, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს გამოცხადდება.