პროკურორი - ნიკა გვარამია დაიკითხება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს
პროკურორი - ნიკა გვარამია დაიკითხება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა, ნიკა გვარამია იკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს.

„დღეს განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, აღნიშნულს განახორციელებს სუს-ის გამომძიებელი. შესაბამისად, მის მიერ მოხდება კითხვების დასმა. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს. შესაბამისად საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა პროკურორმა.

დატოვე კომენტარი