პროკურორი - გვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ დეკანოზმა მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მიზნით დაგეგმა
პროკურორი - გვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ დეკანოზმა მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მიზნით დაგეგმა

“გვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარების მიზნით დაგეგმა”, – ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვის დაწყებამდე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. ზვიად გუბელაძე იმედოვნებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მოტივის შეცვლასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება.

“დღევანელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე წარსდგება დასკვნითი სიტყვით და ამჯერად უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენ მოვახდენთ მტკიცებულებების დემონსტრირებას და გვჯერა, სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ გიორგი მამამალაძემ მოამზადა შორენა თეთრუაშვილი განზრახ მკვლელობა, ანგარებით. როგორც მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლომ შეცვალა მოტივი და გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის განრახ მკვლელობის მომზადებაში შურისძიების მოტივით. ჩვენ ვეთანხმებით ფაქტობრივ გარემოებას, რომ ის ნამდვილად ამზადებდა მკვლელობას, თუმცა მოტივის ნაწილში გავასაჩივრეთ და გვჯერა, რომ დავამტკიცებთ მამალაძის ანგარებით მოტივს,“ –  განმარტა ზვიად გუბელაძემ.

ე.წ ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.