პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს
პროკურორი - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს

ჩვენ მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა.

პროკურორმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვანთა ეპიზოდზე საქმის განხილვა შეაჯამა და თქვა, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ ეპიზოდზე არაერთი მტკიცებულება გამოიკვლიეს. მათ შორის, მყარი მტკიცებულებები, მთავარი მოწმეების ჩვენებები და ვიდეომტკიცებულებები.

პროკურორის თქმით, ჯგუფური ძალადობა გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და მას აქვს იმედი რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულთა ჩვენებებს ვიხილავთ. ჩვენ გამოვიკვლიეთ უდიდესი ნაწილი მტკიცებულებების, მათ შორის, მთავარი მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები და გამოთხოვილი ინფორმაციები. ეს მასალები არის აშკარად მყარი მტკიცებულებები და გვაქვს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი“, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

დატოვე კომენტარი