პროკურორი - გამოძიებას აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის აღიარებითი ჩვენება აქვს
პროკურორი - გამოძიებას აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის აღიარებითი ჩვენება აქვს

მტკიცებულების სახით გამოძიებას აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სამართალდამცველის  აღიარებითი ჩვენება აქვს, – ამის შესახებ 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული შსს-ს თანამშრომლის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

საქალაქო სასამართლო 20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეს განიხილავს.

როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა განაცხადა, საქმეში დაკავებული პირის არაერთი მტკიცებულება მოიპოვება. ამასთან პროკურორის თმით გამოძიება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღნისძების სახით პატიმრობას მოითხოვს.

„მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის მტკიცებულების განადგურების და აღკვეთის ღინისძიების სხვა მიზნების შესრულების მიზნით, ბრალდების პოზიცია გახლავთ მის მიმართ გამოყენებული იყოს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის სახით.

რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს საქმეში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვება. ეს გახლავთ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მისი აღიარებითი ჩვენება. ასევე ვიდეო კადრები რაც მასმედიის საშუალებითაც გავრცელდა. ასევე შსს-ს თანამშრომლების ჩვენებები“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 15 ივლისს დააკავეს.