პროკურორი - დაკავებული გამომძიებლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ორი პირი 
პროკურორი - დაკავებული გამომძიებლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ორი პირი 

პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღნიშნული დასაბუთებულია საფრთხეებით, რომ არის მტკიცებულებების მოპოვების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, – ამის შესახებ პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორმა ასევე განმარტა, რომ საქმე ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს და სხვა ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ადასტურებს, ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედებას.

„აღნიშნული გულისხმობს, მოწმეთა ზემოქმედებას გამოძიების ეტაპზე, როდესაც ხდებოდა არასრულწლოვანთა მიმართებით ჩვენების მიცემის იძულება“, – აღნიშნა ლევან ქუთათელაძემ.

პროკურორის თქმით, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ორი პირი, საუბარია დანაშაულის ორ ეპიზოდზე. ამასთან, ბრალდების მხარე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეზე მხოლოდ ერთი მტკიცებულება არსებობს.