პროკურორი - ბრალდებულებმა პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ თედო გობეჯიშვილს შესთავაზეს, გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბებაზე და დაეტოვებინა თანამდებობა
პროკურორი - ბრალდებულებმა პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ თედო გობეჯიშვილს შესთავაზეს, გაეკეთებინა განცხადება არჩევნების გაყალბებაზე და დაეტოვებინა თანამდებობა

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დაკავებული პირები თედო გობეჯიშვილს 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვებას სთავაზობდნენ, წინაამღდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ოჯახს საფრთხე მიადგებოდა.

ანა ლეკიაშვილის თქმით, საქმეში არის არაერთი მოწის ჩვენება, რომელიც ადასტურებს დაკავებულების და გობეჯიშვილის შეხვედრას და აღნიშნული საუბრის შინაარსს.

„ადგილი ჰქონდა ფულის შეთავაზებას, რათა მას ქრთამის მიცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა ქმედება. ბრალდებულებმა პოლიტიკური პარტიის სახელით, 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ შესთავაზეს, გაეკეთებინა განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა და დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა. აკაკი ხუსკივაძე და კობალაძე გარდაცვლილს დაემუქრნენ და მას მუქარის შესრულების სერიოზული შიში გაუჩნდა. უარის შემთხვევაში, მას ერთობლივად დაემუქრნენ დაპატიმრებით და ოჯახის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით“, – განაცხადა პროკურორმა.

მანვე განმარტა, რომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს.

„ესენია მოწმეების ჩვენებები, ჩხრეკის ოქმები. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დაკავებულები გობეჯიშვლს შეხვდნენ და დაემუქრნენ მას, თუ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ. აღნიშნული პირები არიან პოლიტიკური პარტიის აქტივისტები. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება. ეს ყველაფერი ისე განიცადა, მთელი ღამე ალკოჰოლს იღებდა“, – განაცხადა პროკურორმა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არის, დევს მხოლოდ ირიბი მტკიცებულება.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებულ იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.