პროკურორი აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა ორმა პირმა მისცა
პროკურორი აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა ორმა პირმა მისცა

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ადასტურებს, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ამავე საქმეზე მსჯავრდებულმა ორმა პირმა მისცა.

პროკურორი არ აკონკრეტებს მათ ვინაობას და აცხადებს, რომ მათი ჩვენებები ბოლო რამდენიმე დღის წინ მოიპოვა.

„ამ ეტაპზე, მსჯავრდებულმა რიგმა პირებმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა და მოგვმართეს განცხადებით. კერძოდ, ორმა მათგანმა მოგვცა რეალური ჩვენება, რაც დასაფასებელია. პირდაპირი ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილზე დევნის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოვიპოვეთ, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში. ოქრუაშვილი წინა საქმეზე, სადაც განაჩენი დადგა, ამბობდა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გაიგო მეორე დილით, სადღეღამისო კრეფსებით. ჩვენ კი, მოპოვებული მტკიცებულებებით, დავადასტურეთ, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მისი მობილური ტელეფონიდან მას დარეკილი აქვს შემთხვევის ადგილზე მყოფი მაღალჩინოსნებისთვის. ეს მაღალჩინოსნები არიან გასამართლებული ხუთი პირიდან ორნი. შესაბამისად, მისი სატელეფონო ზარის შემდგომ გაყალბდა შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებები და წარმოჩინდა ვითარება ისე, როგორც წარმოჩინდა“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

მისი თქმით, სატელეფონო ანძების და ჩვენებების მიხედვით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე ფალსიფიკაციის დავალება ოქრუაშვილმა გასცა.