პროკურორი - 5 ივლისის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტებზე თავდასხმა, ბრალდების მხარე უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს და გაატარებს ნებისმიერ მსგავს ქმედებაზე
პროკურორი - 5 ივლისის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტებზე თავდასხმა, ბრალდების მხარე უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს და გაატარებს ნებისმიერ მსგავს ქმედებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ თავდასხმაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ჯამში დღეს 27 პირის სხდომა გაიმართება. მათი საქმეები ოთხ ნაწილად გაიყო და ოთხი სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს. დღეს ყველა ეპიზოდზე წინასასამართლო სხდომა იმართება.

ასევე, გაიმართება იმ სამი პირის საქმის განხილვა, რომლებიც საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ თავდასხმაში არიან ბრალდებულები.

ბრალდებულების ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

„რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს გვაქვს წინასასამართლო სხდომა. 5 ივლისის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი. ეს არის პირველ რიგში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, სადაც ორივე მხარის მტკიცებულებეზე იმსჯელებს სასამართლო. ასევე, იმსჯელებს, დატოვოს თუ არა ისინი პატიმრობაში. ბოლოს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმის არსებით განხილვაში გადაცემაზე. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ყველა ბრალდებულის მიმართ ადასტურებს მათთვის წარდგენილ ბრალს. წარმოდგენილია არაერთი ვიდეომასალა, სადაც ასახულია ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმა. ბრალდების მხარე უმკაცრესს პილიტიკას ატარებს და გაატარებს ნებისმიერ მსგავს ქმედებაზე“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.