პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობაში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს სააკაშვილის მხარდამჭერები სასამართლოს შენობაში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

„თუკი ადვოკატი 3 იანვარს კიდევ მოითხოვს პროცესის გადადებას, მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა კვლავ არ წარმოადგინა და პროცესის გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

საქმის პროკურორი ჟურნალისტების შეკითხვებს შეურაცხმყოფელი შეძახილების პარალელურად პასუხობდა, ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის მოთხოვნა და სხდომა 3 იანვრამდე გადადო.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე სხდომის 12 იანვრამდე გადადებას ითხოვდა.

ადვოკატმა მიზეზად მისთვის მიცემული ვადა დაასახელა და თქვა, რომ დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად დრო მცირე და არაგონივრული იყო.