საქართველოს დღეს „ევროჯასტის“ პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს დღეს „ევროჯასტის“ პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პროკურატურა თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ოფიციალური ვიზიტით „ევროჯასტის“ პრეზიდენტი ლადისლავ ჰამრანი ეწვევა.

ევროჯასტის“ პრეზიდენტი გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან.

საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის შეთანხმება 2019 წელს გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, „ევროჯასტში“ წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით.

ევროჯასტი“ სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში 2003 წლიდან ფუნქციონირებს.