პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში კუდ-ის თანამშრომლები ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, შვილის გატაცებასა და მზარეულების მოსყიდვაზე საუბრობენ

მთავარმა პროკურატურამ დღეს კუდ-ის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი მერებაშვილის, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილის ლევან ქარდავა, ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსის რევაზ შიუკაშვილისა და კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძის (მასტერა) აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

აუდიოჩანაწერში საუბარია ბადრი პატარკაციშვილის შვილის გატაცებასა და ბიზნესმენის ლიკვიდაციაზე.

ამასთან, საუბრიდან ირკვევა, რომ ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს, რომელიც ლიკვიდაციაში უნდა დაეხმაროს, დათა ახალაია კარგ თანამდებობას ჰპირდება.

„გიორგი დგებუაძე (მასტერა):  ჯერ გეგმა უნდა შევიმუშაოთ რაღაცა კაროჩე, აი, რას ვაკეთებთ.

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო.

ლევან ქარდავა: შენ მაგი ფულს არ გამოგართმევს ეგ როჟა? შანსია ხო?

გიორგი დგებუაძე (მასტერა): მაგას შეპირდიო დათამ მითხრა კაი თანამდებობაო რა და შევპირდი კაი თანამდებობა. თუ გააგდეს სამსახურიდან, რა უთხარი კაროჩე მინისტრი კაი თანამდებობას გიჩალიჩებს და ჩავაყენებთ თქო რა. თუ საჭირო გახდება და (ისმის სატელეფონო ზარის მელოდია) რასაც იჩალიჩებთთქო, კაი თანამდებობაზე დაინიშნებითთქო რა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, იმ ხალხის სია, ვინც არიან მანდ ბარმენები და მზარეულები. პირველ რიგში, ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და დასადგენი, ყველა რა მერე. ამისთვის გვაქვს ჩვენ მაქსიმუმ ერთ თვე რა, რომ ვიღაცა იქიდან გადმოვიბიროთ. შვილი რომ გაგვიხდეს მოსატაცებელი, კაროჩე უნდა მოვტაცოთ და მაგის დედა (იგინება).

ლევან ქარდავა: მაგის ტელეფონი რატომ არ გაქვს ჩართული?

გიორგი დგებუაძე (მასტერა):  ისე ეგეც რომ ჩართო კაი იქნება რა. ჩავრთოთ.

ლევან ქარდავა:  ჩავრთოთ ხომ იცი მაგის ნომერი?

რევაზ შიუკაშვილი: კი მიწერია კაცო რა

გიორგი დგებუაძე (მასტერა): გიორგი იცი გარშემო რა, ვაბშე რა ყველა ჩართე რა, პატარკაციშვილთან ვინც რეკავს ყველა ჩართე რა.

გიორგი მერებაშვილი: მიდი და ჩართე.

რევაზ შიუკაშვილი: ვაბშე…. არა?

ლევან ქარდავა: არა.

რევაზ შიუკაშვილი: აბა?

ლევან ქარდავა: კი არა, აი, აქ ვინც ვზივართ, ამის გარდა კაროჩე არავინ არ იცის რა.

გიორგი მერებაშვილი:  მაშინ ცალკე იუზერი უნდა გავხსნათ რა.

გიორგი დგებუაძე – მიზანი არავინ არ იცის. რას ვაკეთებთ საბოლოოდ, მიზანი არავინ არ იცის რა. საბოლოოდ მიზანი არი მაგ კაცის ლიკვიდაცია.

ლევან ქარდავა: მაგას ცალკე იუზერს გავაკეთებთ და მოვუსმენთ მარტო ჩვენ რა.

რევაზ შიუკაშვილი: კი ბატონო, გავაკეთოთ.

ლევან ქარდავა: მეტი არავინ რა აბსოლუტურად”, – საუბარია აუდიოჩანაწერში.