პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში სამართალდამცავებს შორის ინციდენტის გამოძიება დაიწყო
პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში სამართალდამცავებს შორის ინციდენტის გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

ვანში, ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 11 იანვარს მოხდა.