პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სისხლის სამართლის დევნა 16 820 პირის მიმართ დაიწყო
პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს სისხლის სამართლის დევნა 16 820 პირის მიმართ დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს 2018 წლის საქმიანობის თაობაზე ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს, სისხლის სამართლის დევნა 16 820 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 6,5 პროცენტით.