პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულებთა აქციას მთავარ პროკურატურასთან ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კარვის აღებისკენ მოუწოდებენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.

ძალის გამოყენებით პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავი ააღებინა. კარავში მყოფი ერთ-ერთი აქციის მონაწილე ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას და ხანძრის გაჩენაში დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან აქციას დილიდან მართავენ. აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

პროკურატურის წარმომადგენლები აქციის მოანაწილეებს ჯერ არ შეხვედრიან.