პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
პროკურატურასთან მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა. ის თავის დაწვას აპირებდა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ინციდენტი ამოწურულია და მამაკაცი პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.