პროკურატურაში ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა

თბილისის პროკურატურაში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის გამოკითხვა დასრულდა.

გამოკითხვა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს უკავშირდებოდა.

როგორც ლევან ყიფიანმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებასთან თანამშრომლობს.

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. რაც ხდება, არის აბსოლუტური ბოდვა. ვემიჯნები. ეს ვიღაცის პოლიტიკური, ფინანსური ინტერესებია, რაშიც მე მონაწილეობას ვერ ვიღებ და ვერ მივიღებ. კატეგორიულად გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით იმ ტელევიზიას, რომლის მიმართაც ეს აჟიოტაჟია აგორებული. მსგავსი არაფერი ყოფილა. ყველაფერი არის გამოგონილი. ავთენტურობასაც და ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. მე სამი წელი ვიყავი „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომელი. მოვუწოდებ ჟურნალისტებს და „იბერიას“ თანამშრომელსაც, შეიძლება ნებისმიერი გახდეთ მსხვერპლი“, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი