პროკურატურაში აცხადებენ, რომ ადვოკატების ინფორმაცია, თითქოს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულები „ციტრამონსა“ და „პარაცეტამოლს“ ჰყიდდნენ, ტყუილია
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ადვოკატების ინფორმაცია, თითქოს ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულები „ციტრამონსა“ და „პარაცეტამოლს“ ჰყიდდნენ, ტყუილია

ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ყველა დაკავებული პირისგან, საკონტროლო შესყიდვებისას და შემდგომში ჩხრეკის დროს, ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც დადასტურებულია ჩატარებული ექსპერტიზებით და საქმის მასალები სრულად აქვს გადაცემული დაცვის მხარეს.

„რამდენიმე ბრალდებულთაგან ნარკოტიკული საშუალებების გარდა ასევე ამოღებულია არანარკოტიკული მედიკამენტები და მათ მფლობელებს ბრალი არ წარდგენიათ“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.