პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური და იოსებ გოგაშვილი გამოკითხა
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური და იოსებ გოგაშვილი გამოკითხა

​​თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი ხელმძღვალნელი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გამოკითხა.

„თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.