პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოძრავ მოქალაქე ა.ჯ.-ს შეეჯახა. ა.ჯ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი