პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო​
პროკურატურამ გიორგი გიორგანაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო​

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო შსს-ს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან, მოქალაქე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.