პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ-სთან რ.კ. მის თანამოაზრე გ.ფ-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა.

„რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ-ს სახის არეში ხელი დაარტყა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.