პროკურატურამ მარტვილის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21:11, 24.04.2022

საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის, დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანისა და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი