პროკურატურამ ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ თ.გ.- ს, ზ. ნ. – ს, პ. კ. – ს, ლ. მ. – ს და სხვათა მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ა, ბ, დ, ე, ზ” ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

4 ივნისს, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობა დაიწყეს ერთ-ერთი პირის ახლობლებმა, რომლებიც სამართალდამცველებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. ისინი პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, თუ დადასტურდებოდა, რომ ჭიათურაში პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, უწყება მოახდენდა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.