პროკურატურა შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმრის მიმართ გირაოს მოითხოვს
პროკურატურა შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმრის მიმართ გირაოს მოითხოვს

გორის რაიონული სასამართლო, კასპში, შვიდი თვის ბავშვის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ქმრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურორი მიხეილ დვალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

მიხეილ დვალიშვილი ბრალს არ ეთანხმება. დაცვის მხარე აპირებს, ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვოს.

მიხეილ დვალიშვილს ბრალი დღეს წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ​სექსუალური ხასიათის ურთიერთობას გულისხმობს.

შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის მაისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვის დედა 16 წლისაა.

კასპში შვიდი თვის ბავშვის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას გორის რაიონულმა სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არასრულწლოვანია, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.