პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს
საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
„პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.