პროკურატურა ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვს

16:44, 24.07.2026

საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი