პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასკვნითი სხდომის ჩატარებას კლინიკა „ვივამედში“ ითხოვს, რასაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ეწინააღმდეგებიან
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დასკვნითი სხდომის ჩატარებას კლინიკა „ვივამედში“ ითხოვს, რასაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ეწინააღმდეგებიან

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.

საქმის დასკვნითი სხდომა სად და როდის გაიმართება, ამაზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა უნდა მიიღოს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დარჩენილია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჩვენების მოსმენა.

სწორედ ამიტომ, პროკურატურას გასვლითი სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის, რასაც ეწინააღმდეგებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები.

როგორც ისინი აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და ვერ შეძლებს პროცესში მონაწილეობას.

„გვითხრეს, რომ სხდომა ტარდებოდა „ვივამედში“, ბუნებრივია, დაცვის მხარემ კოდექსზე მიუთითა და ამის გადაწყვეტა მხარეთა ინიციატივით არ შეიძლება. დღეს შუადღის შემდეგ გვაცნობეს, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და სხდომა დარბაზში ჩატარდება. მე არ ვიცი, ბრალდება რა შუამდგომლობას დააყენებს. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შეუძლებელია, პროცესის ჩატარება. ცნობა წარდგენილი აქვს სასამართლოს ამის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ უწყობს, აქ ტრანსპორტირების პრობლემა არ არის მხოლოდ. დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა და ინტერესი არის,ამ პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობაა. ქართველი საზოგადოება იმსახურებს ამ საქმეზე ინფორმაცია ჰქონდეს დროულად და დაცვის მხარე უზრუნველყოფს კვლავ ამას“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

ამასთან, როგორც პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, წინა სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით.

„წინა სხდომაზე მსჯელობა იყო, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის პროცესზე, მოსამართლემ ჰკითხა მხარეებს პოზიცია გასვლით სხდომაზე, ორივე მხარემ თქვა თანახმა რიან, თუ ამის საჭიროებაა. ბრალდების მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ „ვივამედში“ ჩატარდეს პროცესი, რათა ეფექტურად მოხდეს მართლმსაჯულების განხორციელება. მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაა დარჩენილი“, – განაცხადა პროკურორმა.