პროკურატურა - გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ „ტოიოტა ქამრში“ მყოფი ექვსი მგზავრიდან განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინება ხუთ მათგანს
პროკურატურა - გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ „ტოიოტა ქამრში“ მყოფი ექვსი მგზავრიდან განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინება ხუთ მათგანს

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ ხუთი პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, „ტოიოტა ქამრში“ მყოფი ექვსი მგზავრიდან განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინება ხუთ მათგანს.

„ყველა პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში, მით უფრო ის პირები, რომლებიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით არიან საქმეში წარმოდგენილი, მათ მიმართ არსებობს უტყუარი საკანონმდებლო სტანდარტი, მტკიცებულებების არსებობის თვალსაზრისით. ვასილ მახარაძის ნაწილში, რომ მოცემულ შემთხვევაში „ტოიოტა ქამრის“ ექვსი მგზავრიდან, რომელშიც არის ერთი მძღოლი და ხუთი მგზავრი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ მათ მიმართ არსებობდა მტკიცებულებითი სტანდარტი. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ხუთივე პირი ამ ხევის მიმართულებით მიემართება გიორგი შაქარაშვილის დევნის პროცესში, ხუთივე მათგანი დროის გარკვეულ მონაკვეთს ატარებს ამ ხევში, გასათვალისწინებელია გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სასტიკად ნაცემი“,- აცხადებს პროკურორი.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს გრაფიკული მასალა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი