პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს
პროკურატურა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს

გენერალური პროკურატურა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ უკვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სხდომის გამართვაზე. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ამასთან, ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლოზე შუამდგომლობას დააყენებს და მოითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ გამოიყენოს.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო,  რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

დატოვე კომენტარი