პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებსა და „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართა
პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებსა და „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო პროგრამის, „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებსა და „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორ კარლოს დიეს დე ლა ლასტრას შორის შეხვედრა გაიმართა.

სართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნეს.

მიხეილ ხიდურელმა დამსწრეებს წარუდგინა პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ პირობები და მიღწეული შედეგები, ხოლო მარიამ ქვრივიშვილმა მიმოიხილა საქართველოში არსებული ტურიზმის სექტორის მნიშვნელობა.

კომპანიის „ლე როშე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი და აღნიშნული მიმართულების წარმომადგენლებს გაუზიარა ინოვაციები, რომლებიც უკვე დაინერგა.

შეხვედრის მიზანი იყო სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლის მიხედვითაც გაკეთდება გამოკვეთილ საჭიროებებზე მორგებული პროგრამა,

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 80 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 225 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 2 200 ოთახს და 2 500-ზე მეტ სამუშაო ადგილს,