პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ბათუმში გამართა
პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ბათუმში გამართა

მორიგი სხდომა ბათუმში გამართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტების მერებმა კონკრეტული ურბანული პროექტები წარადგინეს. კომისიამ შეარჩია არეალები, სადაც ახალი სივრცეები უნდა მოეწყოს.

„განახლებული რეგიონები“ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება და 20 მილიონ დაიხარჯება.

პრემიერის ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი პროექტები.

• ბათუმი – მწვანე კორიდორი გმირთა ხეივანში;
• ქობულეთი – ქობულეთის სანაპირო ზოლი (მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე);
• ქედა – ქედის ცენტრალური ტერიტორია (ადმინისტრაციული ცენტრი);
• შუახევი – კულტურის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია;
• ხულო – მემედ აბაშიძის ქუჩა, რუსთაველის და ტბელ-აბუსერიძის ქუჩები;
• ხელვაჩაური – მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მდებარეობებზე არსებული სკვერები და ბავშვების გასართობი ადგილები;

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი