პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა
პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები ორკვირიან, ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლიან.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას.

საუკეთესო მოსწავლეები, საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის მონაწილეებისგან შეირჩნენ.