პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდება
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია შპს „ ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ გაფართოებას შეძლებს.

კომპანიამ ახალი მანქანა დანადგარები და ინდუქციური ღუმელი შეიძინა, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს, კერძოდ კი წარმოებას 2 ტიპის პროდუქცია შეემატება: სხმულების – ე.წ ბრონების დამზადება სხვადასხვა ტიპის ქვის სამტეხლოებისათვის და რუხი თუჯის დეტალების წარმოება.

გაფართოების შედეგად, კომპანია 185 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 232 337 ლარს შეადგენს.