პროგრამა „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები მესტიაში, ხულოში, ადიგენში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და სტეფანწმინდაში გაიმართა
ხის დარგვის საერთაშორისო დღეს პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ დაიწყო! ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის პირველ დღეს პირველკლასელებმა 1255 ნერგი დარგეს.
გამწვანების ღონისძიებები მესტიაში, ხულოში, ადიგენში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და სტეფანწმინდაში გაიმართა. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ჩაერთვება.