პროფკავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში სამუშაოები შეწყვეტილია
პროფკავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში სამუშაოები შეწყვეტილია

უკვე მეორე დღეა, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირის მოპოვების სამუშაოები შეწყვეტილია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროფკავშირის წარმომადგენელმა, გაგა ისაკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მეშახტეები პანდემიის დროს მუშაობისას აღებულ ხელფასებზე სახელმწიფოსგან საშემოსავლო გადასახდის უკან დაბრუნებასა და ნახშირის მომპოვებელი კომპანიისგან დამხმარე ჭაურის ე.წ. კლეტის დროულ შერემონტებას ითხოვენ.

„გუშინ ინციდენტი მოხდა შახტაში, სადაც გაეჭედა ლიფტი და 22 მეშახტე დაახლოებით ერთი საათი იყო გაჭედილი. ასეთი რამ პირველად არ ხდება. ვითხოვთ, კომპანიამ წარმოადგინოს დასკვნა, რომ აღნიშნული მექანიზმი უსაფრთხოა“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გაგა ისაკაძემ.