პროფკავშირი „ვერდი“ კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში 24-საათიან გაფიცვას აანონსებს
პროფკავშირი „ვერდი“ კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში 24-საათიან გაფიცვას აანონსებს

პროფკავშირი „ვერდი“ კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში 24-საათიან გაფიცვას აანონსებს. ინფორმციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიოლნ-ბონისა და დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტებში გაფიცვები კვირასა და ორშაბათს დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

პროფკავშირმა „ვერდიმ“ განაცხადა, რომ გაფიცვა კიოლნში – კვირას საღამოს, ხოლო დიუსელდორფში ორშაბათს დილით დაიწყება.

პროფკავშირის განცხადებით, ორივე აეროპორტში სამგზავრო რეისებზე მასშტაბურ გავლენას ელიან.

როგორც მედია წერს, „ვერდი” ითხოვს ხელფასების 8%-ით, სულ მცირე, თვეში 350 ევროთი გაზრდას, ასევე უფრო მაღალ ბონუსებს განსაკუთრებით სტრესული სამუშაოსთვის.

ცნობისთვის, დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის მეოთხე უმსხვილესი აეროპორტია, რომელმაც 2023 წელს 19 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღო. კიოლნ-ბონი ქვეყნის მეექვსე უმსხვილესი აეროპორტია, რომელიც გასულ წელს 10 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.