პროფკავშირებმა სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პროფკავშირებმა სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა პარლამენტის წინ აქცია გამართეს და სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

28 აპრილი სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

პარლამენტთან პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა არსებული შრომითი კანონმდებლობა გააპროტესტეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე 473 ადამიანი დაიღუპა.