პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ STEM“-ის მესამე ნაკადი დასრულდა
პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ STEM“-ის მესამე ნაკადი დასრულდა

ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ პროფესიული განვითარების პროგრამა „ინპორტ STEM“-ის მესამე ნაკადი დასრულდა. ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ პირველად 2017 წელს განხორციელდა, წელს კი მისი ფოკუსი ძირითადად პროფესიულ და ტექნიკურ (STEM) განათლებაზე იყო მიმართული.

პროგრამაში ივლისიდან 10 მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამთვიანი პრაქტიკული სტაჟირება გაიარეს.

„პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წამოწყებაა ადგილობრივი ახალგაზრდებისა და განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომლებიც არსებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო, შესაძლოა, ამ დრომდე სრულად ვერ იყენებდნენ თავიანთ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ხელს უწყობს ქალებისა და გოგონების წახალისებას, ამჟამად ე.წ. „არატრადიციულ სამუშაოებზე“ დასაქმების კუთხით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პროგრამაში ჩართული იყო ოთხი გოგონა მეამწის, ელექტრიკოსის და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციებზე“, – ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.