პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა პროფესიული ტესტირება დღეს, დილის 09:00 საათზე საქართველოს 59 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.

პროფესიული ტესტირების დაწყების პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე ქ. რუსთავში, კოლეჯში „მოდუსი“ დაესწრნენ.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, კოლეჯში „მოდუსი“ გახსნილი საგამოცდო ცენტრის მსგავსად, 59-ვე ცენტრში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და აპლიკანტებს საშუალება აქვთ, კომფორტულ და უსაფრთხო სამუშაო გარემოში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე, საქართველოს ყველა რეგიონის 62 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების 435 პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად 12 000-ზე მეტი აპლიკანტი იბრძვის.

დატოვე კომენტარი