პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება

პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, 20 მაისს დაიწყება, გამოცდები სექტემბერში ჩატარდება, სწავლა კი დაიწყება ოქტომბრიდან და არა ნოემბრიდან, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა განუცხადა. მისი გამარტებით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ორის ის ნაცვლად, წელს მხოლოდ ერთი მიღება იქნება.

„შექმნილ ვითარებაში, კოლეჯებს ექნებათ შესაძლებლობა, შექმნან მეტი ადგილი, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ პროგრამების ავტორიზაცია, დაწესებულებების აღჭურვა და სახელოსნოების დაემატება“, – განმარტა ქიტიაშვილმა.

მისი თქმით, პროფესიული განათლების თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელიც თეორიული და პრაქტიკული სწავლების შეთავსებას გულისხმობს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა შეუძლებელია. თუმცა, მეორეს მხრივ, არ არის სემესტრები და სასწავლებლებს საშუალება აქვთ, სასწავლო გეგმა დროში ინდივიდუალურად გადაანაწილონ. თუმცა, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდა ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). ისინი განიხილავენ ცალკეული პროგრამების სწავლის შედეგებს და მათი დისტანციურად მიწოდების პერსპექტივას სამომავლოდ.

რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, თამარ ქიტიაშვილის თქმით, ამ სეგმენტში გარკვეული პროგრამები ონლაინ რეჟიმში გადავიდა.

პროფესიულ განათლებაში ორი ტიპის პროგრამები არსებობს: მოკლევადიანი, მომზადება-გადამზადების პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით სრულდება და ტიპური კვალიფიკაციის შესაბამისი გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც დიპლომით სრულდება.

დატოვე კომენტარი