პროფესიონალი ათლეტები ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას მალე შეძლებენ
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მსოფლიოში ყველაზე მეტია, ხელისუფლება ცდილობს, რომ სპორტული ღონისძიებები გულშემატკივარს ეტაპობრივად, უახლოეს მომავალში დაუბრუნდეს. როგორც ცნობილი ხდება, შემდეგი კვიირიდან იხსნება აკრძალვა პროფესიონალი სპორტსმენებისთვის ამერიკაში შესვლასთან დაკავშირებით. ათლეტები შეძლებენ შტატებში დაბრუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
აკრძალვა მოიხსნება შემდეგი ლიგის წარმომადგენლებისთვის:
ბეისბოლის ასოციაცია.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ქალთა ლიგა.
გოლფის ასოციაცია.
ნაციონალური ჰოკეის ლიგა.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია.