პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ რუსი ანდრეი რუბლიოვისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მატჩის შედეგი 2019 წლის მთავარ სენსაციად მონათლა.
22 წლის რუბლიოვი მსოფლიოს მესამე ჩოგანის წინააღმდეგ ცინცინატის „მასტერსის“ მესამე წრეში თამაშობდა და სენსაციურად ორ სეტში მოიგო – 6:3, 6:4. ეს იყო ყველაზე სწრაფი წაგება ფედერერისთვის 2003 წლის შემდეგ. რუსი ჩოგბურთელი იმ მომენტისთვის 70-ე ჩოგანი იყო.
ასევე „წლის სენსაციების“ რეიტინგში მოხვდა: ფილიპ კოლშრაიბერის მოგება ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ჟერემი შარდის – დანილ მედვედევთან, ლასლო ჯერესი – დომინიკ ტიმთან და იანიკ სიმერის – გაელ მონფილსთან.