„ახალგაზრდული სათათბიროს“ ორგანიზებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სამეგრელოში ღონისძიება გაიმართა
„ახალგაზრდული სათათბიროს“ ორგანიზებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სამეგრელოში ღონისძიება გაიმართა

„ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის“ პროექტს „გახდი საიდუმლო სანტა“ წელს სამეგრელო შეუერთდა.

როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში 150-მდე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდის სურვილების ასრულება გახდა შესაძლებელი.

ღონისძიებას სამეგრელოს რეგიონში ორგანიზებას უწევდა „ახალგაზრდული სათათბირო“.

წერილები ძირითადად საკვებ პროდუქტებს, ტკბილეულსა და სათამაშოებს ეხებოდა.

„ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი“ პროექტს სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასასრულებლად უკვე მეშვიდე წელია, ახორციელებს.